Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები: ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტებით არ მტკიცდება, რომ ნაზღაიძის ოჯახმა ქრთამი აიღო

23 თებერვალი, 2017 14:36

მოგვმართა  მოქალაქე ზვიად ჩოხელმა, რომელიც აცხადებს რომ ის წარმოადგენს მერიის მიერ გაცემული კომპენსაციის რეალურ ბენეფიციარს. ზვიად ჩოხელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ობიექტურ დამკვირვებელს არ მისცემს საფუძველს მტკიცებით ფორმაში დაასკვნას, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ სტიქიის შედეგად დაზარალებული ნაკვეთის საკომპენსაციოდ ერთ მილიონ ლარამდე თანხა ქრთამის სახით იქნა მიღებული - ამის შესახებ განცხადებას არასამთვრობო ორგანიზაციები ავრცელებენ, რომლებიც „რუსთავი 2-ის" საქმეზე მოსამართლე ნატა ნაზღაიძის მიერ ქრთამის შესაძლო აღების შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაიას ეხმაურებიან. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მედიისა და საზოგადოების მხრიდან შეუზღუდავად და თავისუფლად ხდებოდეს კრიტიკული აზრის დაფიქსირება მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გავრცელებული ბრალდებები ისეთი მძიმეა, როგორიცაა მოსამართლის მიერ ქრთამის აღება, ხოლო მოსამართლეები ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე შეზღუდული არიან გავრცელებული ბრალდებების საპასუხოდ განცხადებების გაკეთებისგან.

„გვსურს  ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არა მარტო მედიას აქვს უფლება გაავრცელოს ინფორმაცია მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეების დეტალებზე, არამედ საზოგადოებასაც აქვს უფლება მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ამგვარ საქმეებზე. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული მოსამართლეეები შეიძლება დაექვემდებარონ პერსონალურ კრიტიკას, თუმცა ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ლეგიტიმური ინტერესი, რაც სასამართლოს მიმართ გამოთქმული მძიმე და დაუსაბუთებელი ბრალდებებით შეიძლება შეილახოს თუ საზოგადოება სრულყოფილად არ იქნება ინფორმირებული შესაბამისი ორგანოების მხრიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

აქვე, გვსურს გამოვეხმაუროთ 2017 წლის 21 თებერვალს დედაქალაქის მერიის წარმომადგენლების საკრებულოში არ მისვლის ფაქტს, მიუხედავად საკრებულოს გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნისა. მიგვაჩნია, რომ მერიის ხელმძღვანელი პირების გადაწვეტილება თავი აარიდონ საკრებულოს დეპუტატების კითხვებზე პასუხებს, საზოგადოებაში დამატებით კითხვებს წარმოშობს. ყოველივე აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლებს აქტიურად ითანამშრომლონ საკრებულოს წევრებთან და კანონით დადგენილი წესით პასუხი გასცენ ყველა გამოთქმულ ეჭვსა თუ ბრალდებას" - ნათქვამია NGO-ების განცხადებაში.

ისინი შემდგომი მოწოდებებით გამოდიან: 

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და სასამართლოების სპიკერ-მოსამართლეებს - დროულად მოხდეს მოსამართლეების მიმართ ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებთან, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა;
  • პროკურატურას - უზრუნველყოს უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით დროული, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ეტაპობრივად გაასაჯაროოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
  • თბილისის მერიასა და საკრებულოს - შესაბამისი ოფიციალური განცხადების გავრცელების გზით სრულყოფილად მოხდეს მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის დასაბუთება და საზოგადოების ინფორმირება გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ;

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI), „ადამიანის უფლებათა ცენტრი" (HRC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR), „კონსტიტუციის 42-ე მუხლი", „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), „სამოქალაქო განვითარების სააგენტო".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^