
პატრიაქრის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ ის საპატრიაქროშია და აგრძელებს მოვალეობის შესრულებას. მისივე თქმით, საპატრიაქროს ირგვლივ მიმდინარე საკითხებზე უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
„მინდა გაცნობოთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ამ დღეებში გავმართავ ბრიფინგს და გაცნობებთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ასევე ვისაუბრებ საქმის ვითარებასთან დაკავშირებით“, - ამბობს სოსო ოხანაშვილმა.