როგორც "ლიბერალს" მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, განვითარებული მოვლენების გამო ტოვებს საპატრიარქოს და პატრიარქის მდივნის თანამდებობას.
ბოტკოველმა სატელეფონო ჩართვისას თქვა, რომ მისი გადადგომის მიზეზი ოხანაშვილის განცხადებაა. მისი თქმით მან თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.
პატრიარქის დაცვის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ "მიქაელ ბოტკოველმა იცრუა. როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან საპატრიარქოში ვარ და ჩემს მოვალეობას ვასრულებ. ამ დღეებში გავმართავ ბრიფინგს და ჩემს გადაწყვეტილების შესახებ გაცნობებთ.
"მე მხოლოდ ის ვთქვი,რომ ის არ მინახავს. როდესაც დაცვის უფროსი პატრიარქის მდივანზე ამბობს, რომ არის ცრუ და მატყუარა ადამიანი, ეს სწორედ ის პრობლემაა, რაც საპატრიარქოში არსებობს" - ამბობს ბოტკოველი.