
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" განცხადებით, წუხელ, 21:41 საათზე, სომხეთთან დამაკავშირებელი 220კვ. ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გამოირთო, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის ნაწილს და რუსთავს.
მათი თქმით, „ენგურჰესზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგია სომხეთიდან შემოჰქონდათ, რომლითაც იკვებებოდა თბილისის ნაწილი და რუსთავი.
მათი თქმით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია.