Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოტკოველი თანამდებობის დატოვების შესახებ: გადაწყვეტილება რევიზიას არ ექვემდებარება

24 თებერვალი, 2017 11:38

გუშინ  მიქაელ ბოტკოველმა პროტესტის ნიშნად საპატრიარქოში დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მისი განცხადების შემდეგ პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თამჯდომარემ გიორგი ანდრიაძემ განცხადეს, რომ შესაძლოა მიქაელ ბოტკოვლემა შეცვალოს გადაწყვეტილება.

„ლიბერალი“ დღეს დაუკავშირდა მიქაელ ბოტკოველს. მისი თქმით, ის გადაწყვეტილებას აღარ გადახედავს.

„გავწყვიტე ჟურნალისტებთან ურთიერთობა. არაფერი აღარ მაქვს სალაპარაკო. გადაწყვეტილება მიღებულია და რევიზიას არ ექვემდებარება. დამთავრებულია ყველაფერი. ანდრიაძეს და ლაშა ჟვანიას შეუძლიათ, გამოთქვან თავიანთი აზრი, რა თქმა უნდა.“ - განუცხადა „ლიბერალს“  მიქაელ ბოტკოვლემა.

მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობა გუშინ დატოვა, როგორც თვითონ თქვა, გადაწყვეტილება სოსო ოხანაშვილის განცხადების გამო მიიღო.

პატრიარქის დაცვის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „მიქაელ ბოტკოველმა იცრუა. როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან საპატრიარქოში ვარ და ჩემს მოვალეობას ვასრულებ.  ამ დღეებში გავმართავ ბრიფინგს და ჩემს გადაწყვეტილების შესახებ გაცნობებთ.

„მე მხოლოდ ის ვთქვი,რომ ის არ მინახავს. როდესაც დაცვის უფროსი პატრიარქის მდივანზე ამბობს, რომ არის ცრუ და მატყუარა ადამიანი, ეს სწორედ ის პრობლემაა, რაც საპატრიარქოში არსებობს" - თქვა ბოტკოველმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^