საქართველოს ვიზალიბერალიზაციის და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ხელმოწერის ცერემონია 1-ელ მარტს გაიმართება, - ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ტვიტერზე წერს.
შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი ხმათა უმრავლესობით - 553 მომხრე, 66 - წინააღმდეგი - დაუჭირეს.