
ე.წ. მატროსოვის ციხეში „ციანიდის საქმეში“ ბრალდებულ დეკანოზთან გამომძიებლები და ექსპერტები იმყოფებიან. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ექსპერტიზისთვის რამდენიმე ნიმუშს აიღებენ.
მისივე თქმით, თუ დეკანოზი სურვილს გამოთქვამს ჩვენების მიცემის თაობაზე, ნიმუშების აღების შემდეგ, დღესვე დაიწყება მისი დაკითხვაც.
”დღეს, პირველ რიგში, ავიღებთ შესაბამის ნიმუშებს. დანიშნულია საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზა: ბიოლოგიური, გრაფიკული და ფონოსკოპიური. დღეს მოსულები ვართ, რომ ავიღოთ შესაბამისი ხელწერის ნიმუშები, ასევე ბიოლოგიური და ფონოსკოპიური ნიმუშები. ამის შემდეგ, თუ ბრალდებული გამოთქვამს მზადყოფნას, მოხდება მისი დაკითხვა”, - განაცხადა პროკურორმა.