
პარლამენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით მიიღო. ”ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ” - პაკეტის ძირითად კანონპროექტს 84 ხმით, 5-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.
პარლამენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა დღეს დაიწყო და დღესვე დაასრულა. განხილვის პროცედურის გამო, უმცირესობამ სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო. მეორე მოსმენით განხილვა წარიმართა არა მუხლობრივად, არამედ თავების მიხედვით, ამის გამო საპარლამენტო უმცირესობამ პროტესტი გამოთქვა.