გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვალს საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, შესაძლებელია ქარბუქი და თოვლის ზვავები.
მათი განცხადებით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება. ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი.