Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეუფე პეტრე: მამალაძეს ციანიდი საპატრიარქოს გავლენიანმა პირმა ოქრომჭედელისთვის სთხოვა

26 თებერვალი, 2017 21:29

ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი საპატრიარქოს ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა ნათესავი ოქრომჭედლისთვის სთხოვა. ამის შესახებ მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „იმედს" განუცხადა.

„მამა გიორგის საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი რამდენიმე ხნით ადრე სთხოვს, რომ მას მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში, სჭირდება ციანიდი, რომელიც გამოიყენება ოქროს გადამუშავებაში. მიუთითებს მის ახლობელზე, რომელიც საყდრისში მუშაობს, ოქროსთან აქვს შეხება, და აქედან იწყება მამა გიორგის ჩართულობა, როცა ის ეძებს ციანიდს", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჟურნალისტის კითხვას, გულისხმობს თუ არა ის ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს, რომელიც საყრდისის დაცვის კომიტეტის წევრია, მიტროპოლიტმა  უპასუხა - დიახ.

„შემდეგ იწყება ჩართულობა, რომ ეს ციანიდი არა საპატრიარქოს გავლენიანი პირის  დავალებით და ოქრომჭედლისთვის არის საჭირო, არამედ საპატრიარქოში მკვლელობის მომზადებისთვის. ეს არის ინტრიგა, სცენარი", - განაცხადა მან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^