
ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებს გვიან ღამიდან ელექტოროენერგია არ მიეწოდება.
სოფლის რწმუნებული ჯონი ღლონტი „ლიბერალის“ შეკითხვაზე, რატომ შეეზღუდა ნატანების მოსახლეობას ელექტროენერგია, პასუხობს, რომ იყო დაზიანება და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, ხოლო დამატებით შეკითხვას, უკავშირდება თუ არა შუქის გამორთვა გიგანტური ხეების გადატანას, რწმუნებულის პასუხია - „ნაწილობრივ“.
მისი თქმით, ხეების გადატანის გამო იმდენი სადენის ჩახსნა არ გამხდარა საჭირო, რა მასშტაბითაც ელექტროენერგია გამოირთო, თუმცა მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას შუქი ხეების გადატანის გამო არ მიეწოდებოდა.
გვიან ღამით ურეკი-ნატანების იმ მონაკვეთზე, რომლის საშუალებითაც იგეგმება სამი გიგანტური ხის ტრანსპორტირება შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში, ხეების გადატანა ნაციონალურმა მოძრაობამ გააპროტესტა, რასაც დაპირისპირებაც მოჰყვა კომპანია ზიმოს წარმომადგენლებთან.
ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.