Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

27 თებერვალი, 2017 13:17

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციასა და შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას ხელს ოფიციალურად 1 მარტს მოაწერენ. 

ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპოლოსის თქმით, დღეს ისტორიული დღეა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც მალე უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ შენგენის ქვეყნებში. 

„დღევანდელი მხარდაჭერა ხაზს უსვამს იმ დიდძალ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა რთული რეფორმების გასატარებლად გასწია კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სისტემას. ეს რეფორმები საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან აახლოებენ, რაც ევროკავსირთან თანამშრომლობასა და ქვეყნის ევროპულ გზაზე კიდევ უფრო დაახლოებას უწყობს ხელს" - თქვა ავრამაპოლოსმა.

მისი თქმით, ევროკომისია განაგრძობს საქართველოს რეფორმების ევოკავშირის სტანდარტებთან მიდმივად შესაბამისობის მონიტორინგის, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა.

ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ, გადწაყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში შევა ძალაში. 

2 თებერვალს  ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი ხმათა უმრავლესობით - 553 მომხრე, 66 - წინააღმდეგი - დაუჭირეს.

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^