Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაპირისპირება ჭალადიდის საჯარო სკოლაში: პედაგოგები დირექტორის გადადგომას მოითხოვენ

28 თებერვალი, 2017 16:45

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მასწავლებლები დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით გაიფიცნენ, რის გამოც დღეს სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. 

როგორც სკოლის პედაგოგებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადეს, დაპირისპირება სკოლის დირექტორს ირმა ხარშილაძესა და პედაგოგებს შორის წლებია გრძელდება, თუმცა განსაკუთრებით გუშინ გამწვავდა, როცა პედაგოგებმა მისი გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პედაგოგები ამბობენ, რომ დაპირისპირებაში დირექტორის მეუღლეც ჩაერთო, რომელიც ამავე სკოლის პედაგოგია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე სკოლის მასწავლებლებმა სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართეს, რის გამოც, სკოლაში სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა, ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა. სამინისტროს ინფორმაციით, აუდიტის დასკვნა კვირის ბოლომდე დაიდება.

მათივე ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აღნიშნულ სკოლაში აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო, პედაგოგებმა სამინისტროს რამდენიმე თვის წინაც მიმართეს და დირექტორის მიერ სკოლის მართვისას დაშვებულ  რამდენიმე ხარვეზზე ითხოვდნენ რეაგირებას.

„მოკვლევა ჩატარდა, გამოვლინდა დარღვევები, მაგრამ არა ისეთი რის გამოც შეიძლებლოდა დირექტორი მოხსნილიყო , დირექტორმა მიიღო გაფრთხილება“,- აცხადებენ სამინისტროში. 

პედაგოგები ამბობენ, რომ განათლების სამინისტროს თვენახევრის წინ წერილობით მიმართეს, თუმცა  მათ წერილს რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია. მასწავლებლები აცხადებენ, რომ გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე დირექტორი თანამდებობას არ დატოვებს. 

ამ დრომდე მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია სკოლის დირექტორს. „ლიბერალი“ შეეცადა სკოლის დირექტორს ირმა ხარშილაძეს დაკავშირებოდა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^