
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ნარმანიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქარტიის პრინციპები დაარღვია.
როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქართიაში აღნიშანვენ, სადავო გახდა 2017 წლის 12 თებერვალს გადაცემა P.S-ის ის სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), აგრეთვე მესამე (დადასტურებული წყარო და ფაქტის მიჩქმალვა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება). განცხადების თანახმად, გადაცემის დასასრულს, გიორგი გაბუნიას ტექსტში, სადაც ის დავით ნარმანიას წარმოშობაზე საუბრობს, ასევე დარღვეულია მეშვიდე მუხლიც (დისკრიმინაცია).