საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა, ის 7 მარტს გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას ”ინტერპრესნიუსი“ პროტოპრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხების განხილვა იგეგმება სინოდის სხდომაზე. თუმცა, სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი თემა ე.წ. ციანიდის საქმე იქნება.