Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანი მეუფე პეტრეზე: ყველა ეთერში ვერ ვუსმინე, ამას მოთმინება სჭირდება

01 მარტი, 2017 22:50

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ე.წ. ციანიდის საქმეზე ისაუბრა და მეუფე პეტრე ცაავას ერთ-ერთი განცხადება შეაფასა.

“ამ ბოლო დღეებში ძალიან ბევრს ვუსმენთ ერთ-ერთ მეუფეს, დასავლეთ საქართველოდან, ყველა არხზე და თითქოს ტენდენციაც არის რომ არავინ მას არ უნდა დაეთანხმოს და თითქოს ის შეტევაზეა, ის მართლაც შეტევაზეა მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის რომ (მე მას მართალია ყველა ეთერში ვერ ვუსმინე ამას მოთმინება სჭირდება, რომელიც მე ასეთი დოზით არ მაქვს) ერთ რამეში მინდა დავეთანხმო და ხაზი გავუსვა ძალიან დიდ სიმართლეს, რომელიც მან თქვა. მან თქვა რომ 2004 წელშიც იყო ეჭვები, რომ პატრიარქის წინააღმდეგ რაღაც იგეგმებოდა, შემდეგ 2009 წელშიც საოცრებები დაიწერაო რომ პატრიარქის მოწამვლა სცადესო და საერო ხელისუფლებას არ ეყოფა გამბედაობა გამოძიება დაეწყოო და ამ გამოძიებაში ღმერთის ხელი ურევიაო. მე არ ვარ ის პირი, რომელიც თავს უფლებას მისცემს ისაუბროს სად არის ღმერთის ხელი და სად არაა, მაგრამ ამაში უნდა დავეთანხმოთ მას რომ ამ ხელისუფლებას დიახ ეყო გამებდაობა რომ ეთქვა: ამას მე არ დავუშვებ და გამოძიებას ჩავრთავ. ამიტომაც მივესალმები ეკლესიის ზოგად პოზიციას, რომ ისინი ენდობიან გამოძიებას.” - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^