Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეა წულუკიანი: ომბუდსმენი მერაბიშვილის მხარეს სტრასბურგის სასამართლოში მოწმედ დაუდგა

01 მარტი, 2017 23:20

„რამდენიმე დღის წინ მეორე, ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს ოფიციალურად მის სასარგებლოდ მოწმედ დაუდგა ჩვენი ომბუდსმენი სტრასბურგში. მან გააგზავნა მოწმის ჩვენება მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის, ოთარ კახიძის ხელით, სადაც ის მხარს უჭერს და ჩვენი ქვეყნის ომბუდსმენი ვანო მერაბიშვილის მხარეზე მოწმედ გამოდის“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილი თავის ჩვენებაში, ძირითადად, მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდს მიმოიხილავს. 

„ეს საკმაოდ უპრეცედენტოა. მაგრამ ჩვენ გვაქვს  ძალიან ბევრი არგუმენტი იმისა, რომ ასეთი მოწმის პირობებშიც დავამტკიცოთ ის, რაც სიმართლეა. ერთადერთხელ მომხდარა, რომ ომბუდსმენს გამოუხატავს ინტერესი, ეს იყო ნანა დევდარიანის დროს. მე მაშინ იქ ვმუშაობდი და მან მოსწერა სტრასბურგის სასამართლოს, რომ  მე, როგორც ომბუდსმენს, მაქვს სურვილი გითხრათ, რომ ასანიძის საქმეზე უკანონო პატირმობაა სახეზეო. ანუ სახელმწიფოს მხარდამჭერი პოზიციის დაჭერა მოისურვა. მაშინ სასამართლომ დაახლოებით ასეთი რამე უთხრა, რომ ეს ისედაც ნათელია საქმიდანო. აქ პირიქით არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არგუმენტებით შეიარაღებულები  ვართ და ბოლომდე დავიცავთ იმ პოზიციას, რომელმაც ოქტომბერში გაიმარჯვა და საქმის განხილვა თავიდან დაიწყო“,- განაცხადა მინისტრმა. 

თეა წულუკიანის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე დიდ პალატაში ზეპირი მოსმენა 8 მარტსაა ჩანიშნული. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დიდი პალატა ამ საქმეში რაიმე დარღვევას დაადგენს, ეს მერაბიშვილის გათავისუფლების საფუძველი ვერ იქნება.

იუსტიციის მინისტრი ვარაუდობს, რომ დიდი პალატის დასაბუთებული გადაწყვეტილება ხელისუფლებას ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისისთვის ჩაბარდება.

2016 წლის 14 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. მასში აღნიშნულია, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, თუმცა ამავე დროს, მასზე ზეწოლის მოსახდენად იყო გამოყენებული.

ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერებისა და საფუძვლიანობის ნაწილში ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მესამე პარაგრაფები არ დარღვეულა. თუმცა დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფის ის ნაწილი, რომელიც მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გადახედვის შესახებ 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება. ასევე, დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი, რადგან, გარდა კანონიერი საფუძვლისა, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა პროკურატურამ სხვა საქმეებზე ბერკეტების მოსაპოვებელ იარაღად გამოიყენა.

ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა. პალატის კოლეგიამ საჩივარი დასაშვებად ცნო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^