საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადებით, სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
„გაცნობებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. უახლოეს დღეებში, როგორც კი გადაწყვეტილებას მივიღებთ, მედიას აუცილებლად წინასწარ ვაცნობებთ“, - აცხადებენ საპატრიარქოში.
ინფორმაციას, სინოდის სხდომის 7 მარტს ჩანიშვნის შესახებ, სააგენტო „ინტერპრესნიუსი" პროტოპრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძეზე დაყრდნობით ავრცელებდა.