მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრმა უკვე შეიმუშავა მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები. დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ის კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც სქემის აქტივობები უნდა შეფასდეს. უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნული კრიტერიუმებით შეფასდება თუ რა დონეს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის საქმიანობა, რომ მან ამ აქტივობისთვის კრედიტქულა მიიღოს.
დოკუმენტში გაწერილია 29 აქტივობა. თითოეული აქტივობა ფასდება შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, რის საფუძველზეც მასწავლებელი იღებს კრედიტქულებს.
მაგალითად, სასწავლო პროექტის შეფასება ცხრა კრიტერიუმზე დაყრდნობით მოხდება. ამ აქტივობის შეფასებისას მაქსიმალური ქულაა- 36. მასწავლებელს ამ აქტივობაში 0,5 კრედიტქულა მიენიჭება იმ შემთხვევაში თუკი ის დააგროვებს მინიმუმ 22 ქულას (ქულათა ჯამური რაოდენობის 60%-ს და მეტს).
იხილეთ დოკუმენტის სრული ვერსია: