Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქიბარ ხალვაში: დვალს და აქიმიძეს იმდენს გადავუფორმებ, რამდენზეც მოვილაპარაკეთ

02 მარტი, 2017 21:36

დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპარკებული ვიყავით და ზუსტად იციან ეს ციფრები. მემგონი გაუგებრობას არ ექნება ადგილი - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშლმა „მოამბის" ეთერში განაცხადა. 

შეკითხვაზე, თუ წილის რამდენ პროცენტს მისცემს მათ, ხალვაში პასუხობს, რომ  ჯერ ამ განცხადებას ვერ გააკეთებს.

„მათთან შეუთანხმებლად ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, მათგან განსხვავებით" - თქვა ხავლვაშმა. 

შეკითხვაზე, დარჩება თუ არა საკონტროლო პაკეტი მის ხელში, ხალვაში პასუხობს:

„ტელევიზიას ისე არ მოვექცევი, რომ სხვისი კონტროლის ხელში მოექცეს. აქედან გამომდიანრე, შევეცდები ისეთი იყოს როგორიც წარმომიდგენია და იყოს ხალხის სამსახურში" - თქვა ხალვაშმა. 

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, ქიბარ ხალვაში მათ წილის 50%-ს დაპირდა.

უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2-ის" კანონიერ მფლობელად ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ხალვაშის თქმით, ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურს არ დაკარგავენ.

„შევეცდებით ყველა მხარე კმაყოფილი იყოს. არ მგონია, რომ კოლექტივი უკმაყოფილო დარჩეს ჩვენთან ურთიერთობით. ძალიან ბევრი კარგი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს და ვთვლი, რომ ამ ადამიანებმა სამსახური არ უნდა დაკარგონ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^