„არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი [ერთ გარემოებას], ცინიზმი, რითიც ეს გაკეთდა - დრო, როგორ დაემთხვა ეს ვიზალიბერალიზაციაზე ხელმოწერას. გუშინ მოეწერა ხელი ამ დოკუმენტს, დღეს უკვე გაფორმდა, ის რაც ამდენი ხნის განმავლობაში თითქოს სამართლებრივი ფორმით ხდებოდა“, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხემლძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც იურისტი, დაელოდება გადაწყვეტილებას, რადგან ძალიან აინტერესებს დასაბუთებული ნაწილი, მაგრამ როგორც მოქალაქეს და როგორც აქტივისტს, აქვს მინიმალური რწმენა მთელი ამ პროცესების მიმართ, რადგან, მისი თქმით, ამ პროცესს არ ჰქონდა მინიმალური ნდობაც კი საზოგადოების ძალიან ფართო ნაწილის მხრიდან.
„როგორც პირველ ინსტანციაში, მეორე ინსტანციაში მოხვდა არაერთი ძალიან საეჭვო გარემოება, რომლის პიკიც იყო განჩინება, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერა, რა იყო ამ ყველაფრის მიზანი. გაიპარა, რომ ეს მიზანი იყო სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება. შემდეგ მოსამართლემ ეს განჩინება უკან წაიღო, მიხვდა რა, რამხელა შეცდომა დაუშვა. დღეს გაფრომდა ის და ყველასთვის გახდა ნათელი, რომ აქ მთავარია სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, სასამართლო პროცესის შიგნით რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა, უდაოა.
„გარეთაც, დაწყებული მმართველი გუნდის განცხადებებით, გაგრძელებული ბევრი სხვა გარემოებით, არსებობდა უამრავი საეჭვო გარემოება, რომელიც არ ტოვებდა სივცრეს იმის საფირქალად ობიექტური დამკვირვებლისთვის, რომ ეს იყო ორ კერძო სუბიექტს შორის დავა, სადაც ხელისუფლება არ ერეოდა. პირიქით“, - ამბობს ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, მოხდა დარტყვა დემოკრატიის ორ ყველაზე მნიშვნელოვან საძირკველსა და საფუძველზე, ეს არის მედია პლურალიზმი და ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა.
მისივე თქმით, ყველაზე ცუდი არის ის, რომ ეს გაკეთდა სასამართლოს ხელით.
„ბუნებრივია, ყველგან არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებსაც იურისტები და საზოგადოება არ დაეთანხმება, არ მოიწონებს და ა.შ. მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობა გულისხმობს იმას, რომ სასამარლოს აქვს საზოგადოების ნდობა. მაშინაც კი, როდესაც საზოგადოებას გადაწყვეტილება არ მოსწონს. აქ გვაქვს პირიქით და ეს არის ყველაზე უფრო ცუდი, რომ სასამართლოს გააკეთებინეს ეს. ეს არის დამანგრეველი“, - ამბობს ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, საზოგადოების ნაწილში შესაძლოა მართლაც იყოს გარკვეული გულისწყრომა „რუსთავი 2-ის“ წარსულის მიმართ და ა.შ. „მაგრამ ნურავის ნუ ეგონება, რომ ასეთი პროცესით, შეიძლება აღდგეს სამართიანობა, ასეთი უსამართო პროცესებით, უსამართლო გზებით, სამწუხაროდ სამართლოანობის აღდგენა არის შეუძლებელი, პირიქით“,.