პარტია "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი, რომელიც "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკაშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრია, ამბობს, რომ საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და კონსულტაციები მიმდინარეობს.
"მივედით დასკვნამდე რომ რეალურად ქართული ხელისუფლება ივანიშვილის ხელმძღვანელობით გასულია სამართლებრივი სივრციდან. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. არ ვაპირებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან საუბარს. პირადად მე ჩემს თავზე ვსაუბრობ, "რეფორმატორები" გამოვდივარ და ვდგები ხალხთან ერთად "რუსთავი 2-ის" გუნდთან და დავიცავ მას როგორც დემოკრატიის მძლავრ მექანიზმს.
რაც შეეხება საკორდინაციო საბჭოს, საბოლოო გადაწყვეტილებას ჯერ არ მიგვიღია, მიმდინარეობს კონსულტაციები მაგრამ მინდა საზოგადოებას მთავარი ამოსავალი წერტილი ვუთხრა. ეს არის ის რომ ჩვენ არ ვაპირებთ ხარკად შევწიროთ "რუსთავი 2" და მისი გუნდი, ზოგადად, თავისუფალი სიტყვა ქართული დმოკრატია ივანიშვილს და კრემლს. ჩვენ ვართ ქუჩაში ხალხთან ერთად, " - ამბობს ირაკლი ღლონტი.
კითხვაზე შეიძლება თუ არა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა დადგეს, ღლონტი პასუხობს, რომ ამ საკითხთან დაკაშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.
საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა სამ საათზე დაიწყო.