
საფრანგეთის საელჩო საქართველოში „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"საფრანგეთი ყურადღებით აკვირდება ტელევიზია რუსთავი 2 ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რომელიც საქართველოს მთავარ ოპოზიციურ მედიასაშუალებას წარმოადგენს.
საფრანგეთი კვლავ ადასტურებს თავის ერთგულებას პრესის თავისუფლების პატივისცემისადმი, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს." - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.