სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2-ის" საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ განაცხადა.
ნიკა გვარამიას თქმით, სტრასბურგიდან მიღებული დოკუმენტის მიხედვით, 8 მარტამდე, იქამდე ვიდრე სასამართლო გაერკვევა „რუსთავი 2-ის" საქმეში, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია.
„სტრასბურგის სასამართლომ, პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში, შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მსგავსი ზომა სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუყენებია არასდროს გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც ეხება ადამიანების წამებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ან ეხება ადამიანების ექსტრადაციას. არასდროს, არც საკუთრების უფლებასთან მიმართებაში არც გამოხატვის უფლებასთან მიმართებით, სტრასბურგის სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია" - თქვა გვარამიამ.