ქიბარ ხალვაშის მხარე ორშაბათს საჯარო რეესტრში „რუსთავი 2-ის" მფლობელობასთან დაკავშრებულ ცვლილებას ვერ შეიტანს - ამის შესახებ „ლიბერალს" ტელეკომპანიის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა უთხრა.
„რუსთავი 2-ის" დირექტორ ნიკა გვარამიას თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია 8 მარტამდე, იქამდე, სანამ სტრასბურგი სასამართლო საქმეში გაერკვევა.
„ლიბერალი" ასევე დაუკავშირდა ქიბარ ხალვაშის ადვოკატ პაატა სალიას. მისი განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დეტალურად ჯერ არ გაცნობია, ამიტომ ამ ეტაპზე განცხადებას ვერ გააკეთებს.