Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლეონიძის ქუჩაზე ტრანსგენდერ ქალსა და გეი მამაკაცს ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

04 მარტი, 2017 0:30

ლეონიძის ქუჩაზე ტარნსგენერ ქალსა და გეი მამაკაცს ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ - ამის შესახებ „ლიბერალს" ორგანიზაცია „თემიდას" აღმასრულებელმა დირექტორმა კობა ბიწაძემ უთხრა. 

ტრანსგენდერი ქალი „ლიბერალთან" საუბარში ამბობს, რომ სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა მათ ჰომოფობიური მოტივით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რადგან პოლიციაში დარეკეს.

„მაღაზიიდან გამოვედით, პროდუქტები გვეჭირა. მაღაზიის გვერდით 3 მთვრალი მამაკაცი იდგა, რაღაც მოგვაძახეს, მაგრამ ყურადღება არ მივაქციეთ. მეორე მხრიდან ერთი მამაკაცი მოვიდა, 2 ლარი გვთხოვა, სასმელზე გვაკლდებაო და გადაგვეხვია. როცა ჩემმა მეგობარმა გაწევა სთხოვა, შენ ვინ ხარ, გინდა აქ გაგორაოო?! - გვითხრა. იმ სამმა ადამიანმა, ზემოთ რომ იდგნენ, ჰომოფობიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მოგვაყენეს და ერთმა ტელეფონის სროლა სცადა. გვერდზე მდგომებმა შეაჩერეს, თორემ გვესროდა, გვაგინეს. 112-ში რომ დავიწყე რეკვა, გაიპარნენ" - ამბობს ტრანსგენდერი ქალი.

მისივე განმარტებით, ადგილზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, რომელთაც შესაბამისი ოქმი შეადგინეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^