Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხალვაშის თქმით, დვალს და აქიმიძეს წილების 50 %-ს გადასცემს

04 მარტი, 2017 20:57

ქიბარ ხალვაშის თქმით, ის თანახმაა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" 50 %-ი გადასცეს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს, თუმცა როგორც ხალვაში აღნიშნავს, ეს პირობა მისთვის მისაღები იქნება თუ მასთან ერთად სხვა პირობებიც შესრულდება. 

"სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ, როცა კომპანია გადმომეცემა მე ჩემს კუთვნის წილებს გავუნაწილებ დვალს და აქიმიძე. 50 %-ი 50 %-ზე მისაღებია სხვა პირობებთან ერთად" - ხალვაშსს არ დაუკონკრეტებია თუ რა იგულისხმა სხვა პირობებში. 

"დვალსა და აქიმიძეს რა უდევს გულში არ ვიცი, მაგრამ მე რასაც ვამბობ იმას ვცდილობ რომ შევასრულო.50 %-ს სხვა რამეც მოჰყვება. როცა მე ინვესტორი ვარ და შენ პარტნიორი ხარ, მე უნდა ვხარჯო ფული, შენ მენეჯერი იყო და ხელფასი აიღო, ეგ ეგრე არ გამოვა, მე მჭირდება გარანტიები რომ როცა შენ ტელევიზია გადმოგეცემა არ მიყიდი ტელევიზიას ვინმეს და არ დამტოვებ ვიღაცასთან პირისპირ" - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2-ის" საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^