Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები სტრასბურგის სასამართლოს „რუსთავი 2-ის" საქმეზე აღსრულების შეჩერების ვადის გახანგრძლივებას თხოვენ

05 მარტი, 2017 19:39

არასამთავრობო ორგანიზაციები სტარსბურგის სასამართლოს მოუწოდებენ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაახანგრძლივოს „რუსთავი 2-ის" საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. 

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მათ სურთ, სასამართლოს ყურადღება მიმართონ იმ ფაქტისკენ, თუ რამდენად მნიშნელოვანია ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების შენარჩუნება, რამდენადაც ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა. 

მათი თქმით, საქმეზე დაკვირვების შედეგად არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ პროცესში სამართლიანი სასამართლოს პრინციპი დაირღვა. ისინი განმარტავენ, რომ მიუხედავად შეფასებებისა, რომელიც საქმეს კერძო მხარეებს შორის საკუთრებაზე დავად წარმოადგენდა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მთავრობა მთავარ ოპოზიციურ არხზე კონტროლის დამყარებას ცდილობდა, რაც ქვეყანაში მედიაპლურალიზმს მნიშვნელოვნად დააზიანებდა. 

ისინი შესაბამისი ეჭვის საფუძვლებს განმარტავენ და აღნიშნავენ, რომ გარდა სამართლებრივი ფაქტორებისა, მნიშნელოვნია აღინიშნოს „რუსთავი 2" მთავრობისადმი კრიტიკულობით გამოირჩევა, ამასთან ყველაზე ყურებადი ტელევიზიაა საქართველოში. 

„გვინდა სასამართლოს ყურადღება მივაპყროთ იმ ფაქტისკენ, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა და მისი დამოუკიდებლობა მისი მფლობელების შეცვლის შემთხვევაში მაღალი რისკის ქვეშ დგება" - ნათქვამია განცხადებაში. 

მათი თქმით საყურადღებოა ისიც, რომ მმართველ პარტიას საკონსტიტუციუო უმრავლესობა აქვს პარლამენტში, რაც კონტროლის მექანიზმს ასუსტებს ქვეყანაში. 

„ამ გარემოებაში, უმნიშვნელოვანი როლი ენიჭება მედიას დემოკრატიული კონტროლისა და ანგარიშვალდებულების განხორციელებაში" - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს 25 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. 

სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^