პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, მასსა და „ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირების რეალური მიზეზი პრეზიდენტის სასახლის საკითხი არ ყოფილა.
„როდესაც მოსმენების კანონი შემოგაქვს და ამ კანონს 2014 წელს დავადე ვეტო, როდესაც ისეთი კანონი შემოგაქვს, რომელსაც ჩემი და შენი ბრძლისთვის მიუღებელია, რომელსაც ერთად ვაწარმოებდით, აქ გავიყოფოდით. როდესაც ეროვნული ბანკის დაშლა შემოგაქვს და მე და შენ სხვა პოზიციაზე ვიყავით, რომ იქ ვიღაცები არ უნდა ვაკონტროლოთ, აქ გავიყავით. როდესაც ახლა შემოიტანეს მოსამართეების თემა, აქ გავიყავით. გავიყავით თემებზე და ამ თემებს დამალვა არ სჭირდება. ეს თემები არის ძალიან ნათლად, მარტივად ვეტოების ისტორია თუ არ იქნება საკმარისი, პოლიტიკური განცხადებების ისტორია ხომ? როდესაც შენ მე მთავაზობ, რომ აგრესიულად ვიყო განწყობილი საზოგადოების ერთი ნაწილის მიმართ, ვიღაც დავჩაგრო, აქ გავიყოფით. კონკრეტულ თემებზე გავიყავით> ეს თემები დევს და ძალიან ნათელია" - თქვა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მას ბრალი დასდეს ენმ-სთან კოორდინირებულ მოქმედებაში მაშინ, როცა სააკაშვილთან დაპირისპირების ისეთივე ხანგრძლივი ისტორია როგორიც მას აქვს, „ქართულ ოცნებაში" არავის ჰქონია.
„მე არ მეუბნებოდნენ ამას? მე, რომლისოდენა ისტორია სააკასვილთან დაპირისპირების, შიგნით არავის ჰქონდა. ზოგი ემეგობრებოდა, ზოგი ბიზნესს აკეთებდა და ზოგი ენმ-ს ელიტაში იჯდა. დღესაც, ენმ-ს წევრები ქართული ოცნების ელიტაში სხედან. ეს ხალხი მე მეუბნებოდი, რომ ენმ-სთან ვარ შეკრული. ასე რომ, მედიის მეშვეობით ძალიან ბევრი რამ იქნა მიწოდბული. როდესაც შენ გიჭირს იმის თქმა, რომ მე მაინც მჭირდება ასეთი მოსმენების კანონი მიუხედავად იმისა, რომ [მოსმენებზე] კამპანიის წევრებს ვეუბნები, რომ მაინც ასეთი კანონი უნდა მივიღო, ჩვენ გავიყოფით" - თქვა პრეზიდენტმა.