Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წელს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 65 415 ლარი პრემიებზე დაიხარჯა - საერთაშორისო გამჭვირვალობა

06 მარტი, 2017 13:10

2015 წელთან შედარებით 2016 წელს სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის რაოდენობა გაზრდილია - ამის შესახებ თავის ანგარიშში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წერს. 

სახელფასო დანამატის რაოდენობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 290 ათასი ლარით მეტია. კერძოდ, 2015 წელს პრემიებსა და დანამატებზე სულ  1 114 928.69 ლარი გაიცა, მათგან პრემია - 463 817.5 ლარი, სახელფასო დანამატი -  680 111.19 ლარი;  2016 წელს კი 1 363 948.61 ლარი; პრემია - 395 437 ლარი, სახელფასო დანამატი კი  -  968 511.61 ლარი.

2016 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა, 65 415 ლარის ოდენობით,  კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიცა; მათ შორის, დაახლოებით 24 ათასი, პრემიისა და დანამატის სახით აღებული აქვს, კახეთის ყოფილ გუბერნატორს, ირაკლი შიოლაშვილს. 

დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში - 204 183.11 ლარის ოდენობით. ლევან შონიას, გუბერნატორს 2016 წელს აღებული აქვს, დანამატის სახით, 35 ათასი ლარი.

2016 წელს ყველა გუბერნატორი ყოველთვე იღებდა შრომის ანაზღაურების ოდენობის სახელფასო დანამატს, პრემია კი იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის გარდა, არც ერთ გუბერნატორს არ აუღია. გივი ჭიჭინაძის სახელფასო დანამატისა (35 400 ლარი) და პრემიის (2 950 ლარი) ჯამურმა რაოდენობამ 38 500 ლარი შეადგინა;

აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის სახელფასო ანაზღაურება სხვა გუბერნატორებისაგან განსხვავებით 2 350 ლარს შეადგენს, გუბერნატორი პარმენ მარგველანი ყოველთვიურად ამ ოდენობის სახელფასო დანამატსაც იღებდა;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში ასევე მოყვანილია ციფრები, რომელიც მუნიციპალიტეტების მიერ შესყიდული საწვავის ღირებულებას ეხება. ანგარიშში წერია, რომ გურიის, იმერეთისა და ქვემო ქართულის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებმა მათ არ მიაწოდეს ინფორმაცია 2016 წელს გახარჯული საწვავის მოცულობის შესახებ, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია კი მხოლოდ შესყიდული საწვავის ღირებულებას შეიცავს. შესაბამისად კვლევაში მხოლოდ შესყიდული საწვავის შესახებ მონაცემია სრულყოფილად წარმოდგენილი, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 388 939.49 ლარი შეადგინა;

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთისა და კახეთის გუბერნიებში ჯამში 185 073.29 ლიტრი საწვავი შეისყიდეს;

  • ყველაზე მეტი მოცულობის თანხა საწვავის შესაძენად სამეგრელო-ზეო სვანეთის გუბერნიაშია გახარჯული. მისმა მოცულობამ 69 307 ლარი შეადგინა, რითაც 50 149 ლიტრი საწვავი (ბენზინი, დიზელი) შეიძინეს;

  • გუბერნატორებისათვის თვის განმავლობაში განსაზღვრული საწვავის ლიმიტი განსხვავებულია და იგი 500 ლიტრიდან 1500 ლიტრამდე მერყეობს, იმერეთის გუბერნატორს კი საწვავის კონკრეტული ლიმიტი არ აქვს დაწესებული;

  • გუბერნატორებს შორის საწვავის ყველაზე დიდი ლიმიტით (ერთ თვეზე საშუალოდ 1 500 ლიტრი), სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სარგებლობს, შესაბამისად, 2016 წლის განმავლობაში 17 790 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 24 895 ლარი შეადგინა;

  • გურიის, იმერეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო-რწმუნებულის ადმინისტრაციებმა ასევე არ მოგვაწოდეს ინფორმაცია უშუალოდ გუბერნატორების მიერ 2016 წლის მანძილზე გახარჯული საწვავისა და მისი ღირებულების შესახებ, რამაც არ მოგვცა კვლევის ამ ნაწილის სრულყოფილად ჩატარების შესაძლებლობა;

  • მცხეთა-მთიანეთის გუბენატორის თანამდებობას 2016 წლის იანვარი-მარტში ნუგზარ ყიფიანი იკავებდა, აპრილი-დეკემბრის განმავლობაში კი - გოჩა ზეიკიძე, მოწოდებული ინფორმაციით კი დგინდება, რომ ორივე თანამდებობის პირმა ჯამში 18 042 ლარის ღირებულების 10 225 ლიტრი საწვავი გახარჯა.

რაც შეეხება სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში სატელეფონო კომუნიკაციებს,  ჯამში 34 126  ლარი დაიხარჯა; თანამშრომელთა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე კი  - 93 968.87 ლარი.

„სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციების ცალკეული თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატი  გაიცემა მთელი წლის განმავლობაში, დასაბუთების გარეშე, რაც არღვევს მისი გაცემის პრინციპს და შეიძლება ითქვას, რომ უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს, ვიდრე დანამატის. ჩვენი შეფასებით, ეს პრაქტიკა არ არის გამართლებული და აუცილებელია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სათანადოდ დასაბუთდეს  დანამატის გაცემის აუცილებლობა და მიეთითოს ის კრიტერიუმი, რომლის თანახმად, ხდება საჯარო მოხელეზე მისი გაცემა.

რაც შეეხება პრემიებს, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში პრემიის გაცემა „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის 449-ე დადგენილებით რეგულირდება, რომელიც შეიცავს არაერთ ხარვეზს, რის გამოს საჯარო დაწესებულებებს შეუძლიათ პრემირების პროცესი ისევ ძველი მანკიერი პრაქტიკით გააგრძელონ", - წერია ორგანიზაციის ახალ ანგარიშში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^