
პარლამენტის იურიდულმა კომიტეტმა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა.
„გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციასა და მცენარე კანაფის პირადი მოხმარების მიზნით მოყვანისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას ითვალისწინებს.
„გირჩის" საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ნარკოტიკული საშულების გასაღების მიზნის გარეშე მცირე ოდენიბით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უქმდება.
პროქტის მიხედვით, კანაფის მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენისთვის ან შენახვისთვის გასაღების მიზნის აგრეშე ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის გაუქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.