საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა კოსტავას 68 ნომერში, მოქმედი შენობის გვერდით აშენდება - ამის შესახებ დღეს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
"ამით საზოგადოებირი მაუწყებლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პროცესი იწყება. ახალი შენობა ახლანდელის გვერდით აშენდება და 2018 წელიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი იმუშავებს ძალიან კომფორტულ შენობაში. ამისთვის გუშინ დაიწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურები, ჯერ ტენდერი საპროექტო დავალებასთან დაკავშირებით უნდა გამოცხადდეს, შემდეგ იქნება უკვე კონკური უშუალოდ შენობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპების მიხედვით გამოცხადდება ტენდერები", - განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისივე განმარტებით, ახლანდელი შენობის ნაწილი ექსპლუატაციაში 1966 წელს შევიდა, ამიტომ "2017 წელს დაწყებული პროცესებით ტელევიზიის ახალი და მნიშვნელოვანი პროცესი იწყება".