Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურის ვიდეო: „შორენა მაინც ჩაძვრებოდა. იმენნა „დასაბრედია", მაგ შობელძაღლი!"

08 მარტი, 2017 14:49

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც სავარაუდოდ დეკანოზი გიორგი მამალაძე ფარულად არის გადაღებული, შორენა თეთრუაშვილზე ამბობს: „იმენა დასაბრედია, მაგ შობელძაღლი!".

„ლიბერალი" გთავაზობთ საუბრის ამონარიდებს ვიდეოდან, სადაც შორენა თეთრუაშვილზეა საუბარი:

ირაკლი მამალაძე: იქ ვინები წავიდნენ ახლა? შორენაა წასული ხო, და სოსო და ი ვსიო?

გიორგი მამალაძე: 12 კაცი, მეუფე დიმიტრი ახლავს. 

ირაკლი მამალაძე: ხო ეს შორენა მაინც ჩაძვრა იქა

გიორგი მამალაძე: არა, შორენა მაინც ჩაძვრებოდა. იმენნა „დასაბრედია", მაგ შობელძაღლი! [7:55]

...

ირაკლი მამალაძე: არა, ეგ კარგი, მაგრამ ახლა ძალიან დელიკატურ თემას უნდა შევეხო. 

გიორგი მამალაძე: ჰო.

ირაკლი მამალაძე: კარგი, მოგვარდა ეს, მე რა ქედან, მე?

გიორგი მამალაძე: შენ რა?!

ირაკლი მამალაძე: ჰო, აი მე რა? სამომავლოდ, როგორც იძახი, ესა და ის იქნებაო და მე რა? იქნეს ესე თავი. თავის დაქნევა მარტო არ არის. ბოდბეში გამიშვი ეპოსკოპოსადთქო არ გთხოვ. 

გიორგი მამალაძე: შენ კარგ ადგილს დაიკავებ. 

ირაკლი მამალაძე: აჰა

გიორგი მამალაძე: ბრძოლაა, ხომ იცი, რა თქმა უნდა

ირაკლი მამალაძე: ჰო

გიორგი მამალაძე: ახლა გეტყვი პირდაპირ. ესენი იბრძვიან, რომ მე მოვხვდე იქ

ირაკლი მამალაძე: სადა?

გიორგი მამალაძე: შიგნით, რაღაც თანამდებობაზე

ირაკლი მამალაძე: საპატრიარქოში? რამდენი თანამდებობა გინდა, მამაო?

გიორგი მამალაძე: ქონებაში ხომ ვარ? ჩვენ ქონება არ გვაწყობს, რა. ქონება ისეთი თემა არაა. ეს იყო იმისთვის, რომ იქ შევსულიყავით. ჩვენ... მე წავალ ბოტკოველის ადგილზე ან შორენას ადგილზე. ან მამა დავითის ადგილზე. უფრო პირველ რიგში მამა დავითის ადგილზე

ირაკლი მამალაძე: მამა დავითი, რომ როხროხებს ისა?

გიორგი მამალაძე: არა, ჭინჭარაული. არ ჩანს ეგ. პატრიარქს რომ უდგას სულ უკან, ეგაა. 

ირაკლი მამალაძე: აჰა

გიორგი მამალაძე: მისი ძმა ჯვრის მონასტრის წინამძღლია, ლოთია. 

ირაკლი მამალაძე: ლოთია, ჰო. 

გიორგი მამალაძე: მაგაზე შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ვითომ სანდო წყარომ მოგაწოდათ ინფორმაცია, ჯვრის მამათა მონასტერში ლოთობდა წინამძღვარი და მისი ძმა არის ესა და ეს ჭინჭარაული. 

ირაკლი მამალაძე: ჭინჭარაული. და შორენას სად უშვებთ?

გიორგი მამალაძე: შორენას მარილზე. [12:50]

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^