Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხმალაძე: მსჯავრდებულთა შეწყალების წესს კანონი დაადგენს და არა პრეზიდენტი

08 მარტი, 2017 16:22

შეეზღუდება თუ არა პრეზიდენტს მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება და რა შეიძლება შეიცვალოს მის უფლებამოსილებებში, ამ საკითხზე „ლიბერალი“ საკონსტიტუციო კომისიის წევრს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა. მისი განმარტებით, პრეზიდენტს უფლებამოსილებები არ ეზღუდება, სამუშაო ჯგუფის წევრთა მიერ შემოთავაზებული ვერსია მხოლოდ ამ უფლებების განხორციელების წესის კანონით გაწერას ითვალისწინებს. არის საკითხები, რომელთა განხორცილებების წესსაც თავად პრეზიდენტი ადგენს. მაგალითად: მოქალაქეობის მინიჭება, მსჯავრდებულთა შეწყალება, დაჯილდოება.  ამასთან, პრეზიდენტი კომისიის მიერ წარდგენილი მსჯავრდებულების შეწყალებაზე გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს. ხმალაძის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ითქვა, რომ წესებს კანონი დაადგენს და არა პრეზიდენტი. თუმცა მას ყველა ეს უფლებამოსილება დარჩება.

„ისე, როგორც პარლამენტი იღებს კანონებს და ამ პროცესში რეგლამენტისა და კანონის მიხედვით მოქმედებს. რომ ვიკითხოთ, შეზღუდულია თუ არა ამით პარლამენტი, ცხადია, შეზღუდულია, რადგან კანონპროექტის მიღებას, განხილვას და კანონად დამტკიცებას თავისი პროცედურები აქვს. მაგრამ ეს პროცესი რომ რეგლამენტით არ იყოს შეზღუდული, მაშინ მე დავწერდი დღეს კანონპროექტს, ხვალ გავიტანდი პარლამენტის წინაშე და დამტკიცდებოდა ის. ასეთი შეზღუდვა სწორედ იმიტომ არსებობს, რომ შეცდომა გამოირიცხოს და შედეგი გაუაზრებელი და დამაზიანებელი არ იყოს. ამიტომ იწერება კანონებიც“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე „ლიბერალთან“ საუბრისას.

პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფს საკუთარი წინადადებები თავადაც წარუდგინა. ის მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის როლი ისეთი ინსტიტუტების ფორმირებაში უნდა გაიზარდოს, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოკიდებული უნდა იყოს. მისი თქმით, ეს წინადადებები პირველ წრეზე წარადგინა და მეორე წრეზეც აპირებს.

„ჩემი აზრით, აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა გამოეყოს  სტატისტიკის ეროვნული ბიურო და კონკურენციის სააგენტო. მათი ხელმძღვანელები კი პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ უნდა დაინიშნოს. ასევე, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეთა დანიშნვაშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა. დღეს მათ მხოლოდ იუტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს და არასწორი გადაწყვეტილების რისკი უფრო მაღალია. ამიტომ კარგი იქნება, თუ საბჭოს წარდგინებით პრეზიდენტი დანიშნავს“.

ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით, მეორე წრის განილვა წინა კვირაში დაიწყო, თუმცა მხოლოდ პარლამენტის ნაწილი გაიარეს. შემდეგი შეხვედრა 15 ან 16 აპრილს იქნება. მისი შეფასებით, სასურველია, თუ  მეორე წრის განხილვა მარტის ბოლოსთვის დასრულდება. რადგან საქართველოში ვენეციის კომისია ჩამოდის და მათთან უნდა გაიარონ ეს საკითხები. ხმალაძის განმარტებით, ზოგ საკითხზე ერთი რედაქცია იქნება, ხოლო ზოგიერთზე - ალტერნატივებიც. მისი განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში განხილვის პროცედურა ისეთივეა, როგორც ნებისმიერი კანონპროექტის შემთხვევაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^