სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ მეუფე პეტრემ მედიასთან განაცხადა, რომ მას გაფრთხილება მისცეს და გაათავისუფლეს ტელევიზიის დირექტორობიდან. მისივე თქმით, მან გაფრთხილება საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო მიიღო.
მისი განმარტებით, სინოდმა მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო.
„მე ვფიქრობ, ეს მიკერძოებული იყო. მიმაჩნია, რომ არსებულ პრობლემებში ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მთავარი“ - თქვა მეუფემ.