სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ მეუფე პეტრემ მედიასთან განაცხადა, რომ მან სინოდის გადაწყვეტილებით, საეკლესიო წესების შესაბამისი გაფრთხილება მიიღო და ეს გაფრთხილება პირველია მისთვის.
მისივე თქმით, მას ასევე აეკრძალა მედიასთან ურთიერთობა და აპირებს, რომ დაემორჩილოს სინოდის გადაწყვეტილებას. ასევე სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრე გათავისუფლდა საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან.