Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: დეკანოზს დაკავების მომენტში 4500 ევრო ჰქონდა

09 მარტი, 2017 22:44

დეკანოზ მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, დაკავების მომენტში დეკანოზ მამალაძეს 4500 ევრო ჰქონდა. 

„ყველაფერზე რომ თავი დავანებოთ როცა საუბრობენ თანხაზე და იქ მიდის (ლაპარაკი) რომ მე ეს თანხა არ გამაჩნია, ჯერ ათი ათასზეა საუბრი, შემდეგ 5000, მერე სამი ათასზე. მამა გიორგის რომ ნდომებოდა, როგორც ირაკლი ეუბნება (ვიდეოში) ფულს თუ მომცემ ხელი ხელში გადმოგცემა (ციანიდი) მისი დაკავების დროს როცა დააკავეს, მას ჰქონდა 4500 ევრო. ისმება კითხვა, თუ ესე სწრაფად, გერმანიაში წასაღებას და შორენა თეთრუაშვილის მოსაწამალად უნდოდა, მაშინ ის 4500 ევრო რომ ჰქონდა, ის ხალხი არ ეტყოდნენ რომ წამოგეღო და დავასრულებდით მომზადებულ დანაშაულს. ამიტომ არის აბსურდული არგუმენტაცია", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ ირაკლი მამალაძესა და დეკანოზს შორის საუბრის ჩანაწერები გამოაქვეყნა. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულს ციანიდის შესაძენად სჭირდებოდა თანხა და ელოდებოდა თანხის გამოგზავნას ირაკლი მამალაძისთვის გადასაცემად. "თუმცა მათ შორის შეხვედრა აღარ შედგა და ბრალდებულმა ნატრიუმის ციანიდი  ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირისგან შეიძინა და ისე რომ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს, 10 თებერვალს მიემგზავრებოდა გერმანიაში",  - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^