Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ISFED: პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდისთვის სავალდებულო გენდერული კვოტა უნდა დაწესდეს

10 მარტი, 2017 14:00

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ"  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემის, კანონმდებლობისა, და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, გადაიდგას ქმედითი და დროული ნაბიჯები საარჩევნო სისტემის შესაცვლელად. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, რაც მომავალში უფრო სამართლიანს გახდის პარლამენტში მანდატების გადანაწილების წესს საქართველოს მოქალაქეთა მიერ არჩევნებში გამოვლენილ ნების შესაბამისად. გარდა ამისა, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით შეიმუშავებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ შესაბამის ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში.

„სამართლიანი არჩევნების“ რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია დაიწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების რეფორმა. საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციურ და მიუკერძოებელ ორგანოდ ჩამოსაყალიბებლადუნდა გადაიხედოს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. 

"აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.უნდა გადაიხედოს და დაზუსტდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების შესახებ არსებული ნორმები, რამაც გაურკვევლობა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საჭიროა, დაზუსტდეს საარჩევნო დავების მარეგულირებელი ნორმები, რაც გამორიცხავს მომავალში საარჩევნო კომისიების მიერ აღნიშნული ნორმების არასწორად გამოყენებას და საჩივრების განხილვის გარეშე დატოვებას. კანონმდებლობით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ამომრჩევლის მოსყიდვის ცნება და მოსყიდვის ფაქტებზე კომპეტენტური ორგანოების მიერ რეაგირების ეფექტური მექანიზმები. ასევე, მნიშვნელოვანია გადაიხედოს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის რეგულაციები, მათ შორის დარეგულირდეს საჯარო მოხელეების მიერსოციალური ქსელების საშუალებით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აგიტაცია; დაზუსტდეს საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ აგიტაციაში მონაწილეობის მარეგულირებელი ნორმა, ვინაიდან როგორც პრაქტიკამ აჩვენა კანონის არსებული ფორმულირება არასაკმარისი და არაეფექტურია. ადმინისტრაციული რესურსის პარტიის სასარგებლოდ გამოყენების გამორიცხვის მიზნით, უნდადავიწროვდეს თანამდებობის პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწალეობის შეუზღუდავი უფლება აქვთ, " - ამბობენ ორგანიზაციაში

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით კანონმდებლობით უნდა დაწესდეს დროებითი სავალდებულო გენდერული კვოტირება პარტიული სიებისთვის.

ანგარიში წარმოადგენს 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის შედეგებს.

ანგარიშის სრული ვერსია 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^