Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვლევა: ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა 96% ოჯახში ძალადობას უარყოფს

10 მარტი, 2017 18:02

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პაციენტების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ეთნიკური უმცირესობათა ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობის  და უფლების შესახებ მონაცემებსაც მოიცავს. 

კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების ქალებში ქორწინების ასაკი  შედარებით დაბალია: საშუალო ასაკი 20 წელია; რესპონდენტების თითქმის მეოთხედი მიუთითებს არასრულწლოვან ასაკში გათხოვების შესახებ. გამოკითხულთაგან მხოლოდ 20 ქალია ისეთი, ვისაც საერთოდ არ ჰქონია სქესობრივი ურთიერთობა.

კვლევამ აჩვენა, რომ სქესობრივი ურთიერთობების მქონე რესპონდენტები თითქმის არ იყენებენ კონტრაცეპციის საშუალებებს: კონტრაცეპციის რომელიმე საშუალების გამოყენების სულ 44 შემთხვევა (ქალების 8.2%) დაფიქსირდა, მათგან 23 შემთხვევაში - საშვილოსნოს შიგა საშუალებები. გასათვალისწინებელია, რომ რესპონდენტ ქალთა უმრავლესობა (54.9%) ამ შეკითხვას არ პასუხობს, რაც, კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა, მიუთითებდეს რესპონდენტების მიერ ინფორმაციის დაფარვაზე. ქალების 30.1% არ იყენებს კონტრაცეპციის საშუალებებს ძირითადად იმიტომ, რომ კონტრაცეპცია ეწინააღმდეგება მათ რელიგიურ მრწამსს და შეხედულებებს.

კვლევის მიხედვით, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით ავადობაზე საუბრობს 74 ქალი, თუმცა მათგან მხოლოდ 14 რესპონდენტისთვის იყო ხელმისაწვდომი აღნიშნული დაავადების მკურნალობა.

"ქალ რესპონდენტთა ინფორმირებულობის დაბალ დონეზე მიუთითებს ორსულობასთან, ბავშვის მოვლასთან და აბორტთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული მონაცემები. ორსულობა ჰქონია გამოკითხული ქალების 84%-ს, თუმცა დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამაში, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, ძალიან მცირე ნაწილი იყო ჩართული. მათგან, ვისაც ორსულობა გამოუცდია, აბორტი გაუკეთებია თითქმის 42%-ს (198 რესპონდენტი); ამ შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა 24.7%-მა.

რაც შეეხება ინფორმირებულობის ხარისხს ორსულობის შესახებ, რესპონდენტთა 42-44% აღნიშნავს რომ უჭირთ პასუხის გაცემა იმაზე, მიიღეს თუ არა ინფორმაცია ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის შესახებ შესაბამისი სამედიცინო პერსონალისგან. სრულყოფილი ინფორმაციის მიღებაზე საუბრობს მხოლოდ 15-16%, არასრულყოფილი ინფორმაციის მიღებაზე - 13-17%, ხოლო ინფორმაციის არმიღებაზე - 24-28%.

რესპონდეტი ქალების აბსოლუტური უმრავლესობა (96.1%) უარყოფს მის ოჯახში მეუღლის მხრიდან რაიმე სახის ძალადობის გამოვლინებას, უფლებების დარღვევას, როდესაც საკითხი ეხება ქალის ჯანმრთელობას და ექიმთან ვიზიტის საჭიროებას. სულ რამდენიმე ასეთი ფაქტი დასახელდა, მაგ: ქალი მეუღლესთან შეთანხმების გარეშე არ წავიდა ექიმთან (26 შემთხვევა), ქალს მეუღლემ არ მისცა უფლება მიემართა მამაკაცი ექიმისთვის (19 შემთხვევა), - " ამბობენ კვლევის ავტორები. 

კვლევა “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა”  ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ჩაატარა. 

კვლევის შედეგები ემყარება ოჯახების გამოკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციას. სულ გამოიკითხა 1004 რესპონდენტი, რომელთაც მკვლევარებს 3623 წევრზე მიაწოდეს ინფორმაცია.  გამოკითხულთა ძირითადი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯენელი (63.2%) და სომეხია (32%).  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^