Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფინანსური ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დაბრუნდა

10 მარტი, 2017 18:48

დღეს, პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით 84 ხმით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც ეროვნულ ბანკის შემადგენლობაში ფინანსური ზედამხედველობის სამსახური დაბრუნდა.

ცვლილებების თანახმად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, კვლავ ეროვნულ ბანკი განისაზღვრა.

როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, მთავრობამ საფინანსო სექტორის სტაბილურობის გასაძლიერებლად, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საჭიროდ ჩათვალა 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის პირვანდელი სახით დაბრუნება. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^