Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მღებრიშვილი: ბათუმში დაპირისპირების შედეგად 40-მდე პირი დავაკავეთ

12 მარტი, 2017 8:57

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის თქმით, წუხელ ბათუმში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 40-მდე ადამიანი დააკავეს. მისი განმარტებით, ზოგიერთი მათგანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა. 

„წუხელ მთელმა საქართველომ იხილა ის ვანდალიზმი, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. პოლიციის ჩარევის შედეგად მასშტაბები ერთ ქუჩას არ გასცდენია. მინდა გითხრათ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული გვყავს დაახლოებით 40-მდე ადამიანი, ვინც ამ ვანდალიზმში იღებდა მონაწილეობას.

მე პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არავინ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა და აქვე მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს. პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი სახის არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა და მინდა გითხრათ, რომ ეს ქალაქი ააცილა უფრო მეტ ვანდალურ აქტებს, ვიდრე ეს ჩაიტია ერთმა ქუჩამ“ - უხრა მღებრიშვილმა ჟურნალისტებს. 

შეკითხვაზე, გადააყენებენ თუ არა თანამდებობიდან აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსს, მინისტრი პასუხობს, რომ ყველა პრეტენზიას, რომელიც მისი მისამართით გამოითქვა, დეტალურად შეისწავლიან. მან ასევე განმარტა, რომ საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

 „თუ ვინმეს თავში იხარშება, რომ აპირებს კიდევ მსგავს გამოსვლას, ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველა დარჩეს სახლში და მსგავს არეულობაში მონაწილეობა არ მიიღოს. წინააღდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს ადეკვატურ, პროპორციულ ძალას კიდევ ერთხელ და აჩვენებს თავის პროფესიონალიზმს და არ დაუშვებს საქართველოს მაშტაბით მსგავს არეულობას“ - თქვა მინისტრმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^