ბათუმში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ენმ-ის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა.
"გუშინდელი მოვლენები ცხადყოფს რომ ასეთი პროტესტი თავისთავად ცარიელ ადგილზე არ წამოიშვება. ქვეყანაში უსამართლობის უზარმაზარი განცადაა, რისი შედეგიც არის ის რომ ერთი შეხედვით უბრალო ინციდენტი გადაიზარდა სახალხო პროტესტში. ადამიანების პროტესტს რაც მოჰყვა უცნაურია და ბადებს ძალიან ბევრ კითხვას. უცბად გაჩდნენ ნიღბიანები, ხულიგნები, რომლებმაც დაიწყეს დარბევა, ვანდალიზმი, ბათუმის გადაწვა და მშვიდობიანი პროტესტი ორგანიზებულ და როგორც იკვეთება წინასწარ კარგად დაგეგმილ ანტისახელმწიფოებრივ აქციაში გადაიზარდა. ყველა გონიერი ადამიანისთვის ნათელია იმ ლოზუნგებიდან გამომდინარე რომ ამ ყველაფრის უკან დიდი ალბათობით იკევეთება სუსის და ასლანის ნარჩენების ხელი, რომელიც ივანიშვილის მთავარი მოკავშირეა აჭარაში. კატეგორიულად მოვითხოვთ სასწრაფოდ დამაჯერებლად გამოიძიონ და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ ორგანიზატორები. მთლიანად პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს." - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.