Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

GeNPUD: უნდობლობას ვუცხადებთ გამოძიებას აბზიანიძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით

12 მარტი, 2017 18:20

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი " (GeNPUD) ლევან აბზიანიძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ გამოძიებას და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალურ საექსპერტო დასკვნებს უნდობლობას უცხადებს. განცხადებას „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (GeNPUD) უნდობლობას უცხადებს ოფიციალურ გამოძიებას და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალურ საექსპერტო დასკვნებს ჩვენი მოქალაქის, ლევან აბზიანიძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და მოითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურისგან დაუყონებლივ განახორციელოს კვალიფიციური, გულმოდგინე და ეფექტური გამოძიება გარდაცვალების რეალური მიზეზების დასადგენად.

კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქის ლევან აბზიანიძის გარდაცვალებაზე მისი ოჯახის, მისივე შვილის და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი ქვეყანაში არაეფექტური ნარკოპოლიტიკის განმახორციელებელი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები და მისი უშუალო ხელმძღვანელები არიან.

ფატალური შემთხვევა ქუთაისში დაახლოებით 2 წლის წინ მოხდა, როდესაც ლევან აბზიანიძე პოლიციელებმა ნარკოტიკული თრობის დადგენის მიზნით შესაბამის სამედიცინო სახელმწიფო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გარდაცვალების მომენტამდე, როგორც ლევან აბზიანიძემ განაცხადა, რადგან ბიოლოგიური მასალის ჩაბარება ვერ ხერხდებოდა მას პოლიციელებმა იძულებით შარდმდენი - პრეპარატი „ფუროსემიდი“ დაალევინეს. ნარკოტესტირების შედეგად ლევან აბზიანიძეს არ დაუდგინდა არავითარი ნარკოტიკული თრობა. ნარკოტესტირების შემდეგ ლევან აბზიანიძე მალევე უკან დაბრუნებისას გზაში შეუძლოდ გახდა, მაგრამ სახლამდე მიაღწია, მეგობრებს და ოჯახის წევრებს უამბო მომხდარი, ნაამბობიდან ასევე მალევე კი დაბალი წნევის გამო მოულოდნელად გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ 2017 წლის 9 მარტს ცნობილი გახდა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ოფიციალური ექსპერტიზის დასკვნით ლევან აბზიანიძეს გარდაცვალება პრეპარატ ფუროსემიდის მიღებას და იძულებით ნარკოტესტირებას არ უკავშირდებოდა, შესაბამისად გამოდის, რომ ლევან აბზიანიძე თავად ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მიუხედავად ყოველივე საფუძვლიანი ეჭვებისა, არსებობს ლევან აბზიანიძის დაკავებისას კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევები.

სწორედ ამიტომ საზოგადოებას ლეგიტიმური უნდობლობის საფუძვლები გვაქვს გამოძიებასთან და ნაკლებად გვჯერა ასეთი დამთხვევების, განსაკუთრებით უკვე იმ ფონზე, როდესაც არაერთმა ახალგაზრდა ადამიანმა ვერ გაუძლო ასეთ დევნას და სიცოცხლე თვითმკვლელობითაც დაამთავრა.

ზოგადი ინფორმაციით სამედიცინო პრეპარატი ფუროსემიდი არის ძლიერი და სწრაფი მოქმედების შარდმდენი. მისი დალევისას ეფექტი აღინიშნება დაახლოებით 20 წუთში პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა 4 საათზე მეტია. ფუროსემიდის გაცემა ხორციელდება რეცეპტით.

GeNPUD-ი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას დაუყონებლივ უარი თქვას საკუთარი მოქალაქეების და მათი ოჯახების, წინააღმდეგ ბრძოლაზე, გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და უარი თქვას მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარების საფუძვლებზე წარმოებულ დევნაზე. რაც შეიძლება მალე ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეასრულოს საზოგადოების წინაშე დანაპირები ნარკოკანონმდებლობის მნიშვნელოვანი და შედეგიანი ცვლილებების სახით.

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (GeNPUD) წევრი ორგანიზაციები:

ა/ო „ახალი ვქტორი“
ა/ო „ჰეპა პლიუსი“
ა/ო „აკესო“
ა/ო „რუბიკონი“
ა/ო „ფენიქსი 2009“
ა/ო „რეალური ხალხი რელური ხედვა“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^