„ქრონიკა პლუსის" რედაქტორ ელისო კილაძის თქმით, მისი შვილი დავით ხარშილაძე სამართალდამცავებმა დააკავეს.
კილაძე მიიჩნევს, რომ მისი შვილის დაკავება მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.
„ეს არის მასალა რომელიც ორი კვირის წინ პოლიციის მთავარ სამმართველოზე დავწერე,ორი კვირის თავზე ჩემი შვილი ამ ნაბიჭვრების მძევალია,ნინო ჯღარკავას ძმის ჩათვლით !!!!
გააზიარეთ !!!!" - წერს კილაძე ფეისბუქზე.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ მის შვილს სამართალდამცავები 260-ე მუხლის 1 ნაწილის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) დარღვევას ედავებიან.
„ლიბერალს" შსს-ში უთხრეს, რომ პირადი ინფორმაციის გაუცემლობის მოტივით ვერ იტყვიან არის თუ არა დაკავებული პირი დავით ხარშილაძე, თუმცა ადასტურებენ, რომ დაკავებულია დ.ხ., რომელსაც ბრალად 260-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა ედება.