აუტიზმის მქონე ბავშვის მამა, ბესარიონ ცინცაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის საუბრობს შვილისთვის საჭირო რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
"ეს გაბრიელია
გაბრიელს უყვარს თამაში
გაბრიელს უნდა სხვებთან თამაში, მაგრამ არ იცის როგორ
გაბრიელს ვუყვარვართ
მაგრამ
ამას ვერ ამბობს
2 წლის წინ, გაბრიელს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს
ჩვენი ცხოვრების სტილი შეიცვალა
ჩვენი საცხოვრებელი ქალაქი შეიცვალა
რატომ?
რეგიონებში არ არსებობს სერვისები,
ჩვენ შიდა ემიგრანტები ვართ
ჩვენ დავსახლდით თბილისში
რატომ?
აქ არის სერვისი, რომელიც გაბრიელს სჭირდება
გაბრიელი წლინახევრის წინ ჩაეწერა თბილისში
მაგრამ
ის დღემდე ვერ სარგებლობს მუნიციპალური სერვისით
რატომ?
თბილისის საკრებულოს #33 129 დადგენილების გამო;
საკრებულოს ჩანაწერი დისკრიმინაციულია
რატომ?
ის არღვევს საქართველოს კანონს,
“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ”
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის 25-ე მუხლს;
ჩვენ შინაპატიმრობაში ვართ
ის მოგვისაჯა მერია/თბილისის საკრებულომ;
შინაპატიმრობაშია სულ 40-მდე ბავშვი და მშობელი
მე მინდა, გაბრიელმა შეძლოს დამუკიდებელი ცხოვრება
და ის ამას შეძლებს, თუ ჩაერთვება თბილისის აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში
დაეხმარეთ გაბრიელს, შეძლოს დამოუკიდებელი ცხოვრება".
თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ბავშვთა ჩასმისას ქ. თბილისის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N33-129 დადგენილებით ხელმძღვანელობს, რომლის ერთ-ერთი წესი ამბობს, რომ პროგრამით სარგებლობენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არიან თბილისში რეგისტრირებული. ანუ ბავშვები, რომლებიც თბილისში 2015 წლის ივლისის შემდეგ დარეგისტრირდნენ, პროგრამით ვერ ისარგებლებენ.
ამავე თემაზე: პროგრამა თბილისში მცხოვრები აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის - თუმცა, არა ყველასთვის