Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელისო კილაძე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, მისი შვილის საქმეს მონიტორინგი გაუწიონ

15 მარტი, 2017 15:15

„ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მის შვილს ნარკოტიკული საშუალება ბუტრონორფინი ჩაუდეს, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. ელისო კილაძე ქვეყანაში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, მისი შვილის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავას მონიტორინგი გაუწიონ.

„ქრონიკა პლუსის" განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით,

20017 წლის 13 მარტს, ,,ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის მიმართ, რომელიც ამავდროულად არის გაზეთის ოფისმენეჯერი, განხორციელდა პოლიციური ოპერაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი უკანონო დაკავება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების „ბუტრონორფინის“ ჩადება.

დაკავებისას უხეშად დაირღვა დავით ხარშილაძის უფლებები, მის მიმართ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, არის ნაცემი, არ გააცნეს მისი უფლებები, არ მისცეს ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან სატელეფონო ზარის განხორციელების საშუალება. მის მიმართ დაკავების შემდეგ ხორციელდებოდა არაადამიანური მოპყრობა, მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის თანდასწრებითაც, რაც დაადასტურა კიდეც სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს გავრცელებულმა განცხადებამ.

საქმეში არსებული დარღვევების შესახებ დაკავებულის ადვოკატმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა უკანონოდ დაკავებული დავით ხარშილაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. საჩივრის ასლი გადაეგზავნა საქართველოს სახალხო დამცველს.

დამოუკიდებელი გაზეთი ,,ქრონიკა +“ ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა, ჟურნალისტური გამოძიება, რომელსაც გაზეთის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სისტემატურად ანხორციელებს, ამხელს თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებულ ფაქტებს. ორი კვირის წინ, „ქრონიკა +“-ში გამოქვეყნდა ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელების მამხილებელი მასალები, ასევე სისტემატურად ქვეყნდება სუსის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სტატიები, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მუდმივად ადგილი ქონდა დამოუკიდებელი გაზეთის რედაქციის ოფისის უკანონო თვალთვალს, ასევე გაზეთის მთავარი რედაქტორის უკანონო მიყურადებას და მისი გადაადგილების მუდმივ კონტროლს, ასევე მუქარებს შვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მიიჩნევს, რომ მისი შვილის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო დაკავება და მისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჩადება არის მიზანმიმართული დევნა პირადად მის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია ჟურნალისტურ საქმიანობასთან და გაზეთის კრიტიკულ პოზიციასთან.

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მიმართავს ქვეყანაში აკრედიტებულ საელჩოებს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუწიონ მონიტორინგი დავით ხარშილაძის წინააღმდეგ დაწყებულ უკანონო სამართლებრივ დევნას და ითხოვს შვილის სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტიებს" - ნათქვამია განცხადებაში. 

შსს-მ ელისო კილაძის შვილი 0,1626 გრამი ბუპრენორფინს ფლობის ბრალდებით დააკავა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^