Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ცვლილებებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

16 მარტი, 2017 12:59

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის, რაც იმას ნიშნავს რომ სახელმწიფო სხვადასხვა შემოსავლის მქონე მოქალაქეებს განსხვავებულად დაუფინანსებს ჯანდაცვის სერვისებს.

მინისტრმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეები რამდენიმე ჯგუფად დაყო: 

მიზნობრივი ჯუფები, სადაც გაერთიანდებიან: 0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები. მიზნობრივ ჯგუფებში გაერთიანებულ მოქალაქეთა რაოდენობა სულ 1 700 000-მდეა.

მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, - მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია. მათი რაოდენობა სულ 32 000-ია. 

აშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები, - მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს. მათი რაოდენობა სულ 300 000-ია)

70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები, - სულ 102 000 მოქალაქე.

მოზარდები - 6-18 წლამდე მოზარდები. მათი რაოდენობა სულ 503 000-ია

დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები - ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები და თვითდასაქმებულები.

უფრო კონკრეტულად კი აღნიშნული ჯგუფებისთვის მიმდინარე და მოსალოდნელი ცვლილებები ასეთია: 

მიზნობრივ ჯგუფებს ემატებათ წვდომა ამბოლატორიულ მედიკამენტებთან, უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად, ენიჭებათ პრივილეგია, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით.

მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები რჩებიან ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების მოსარგებლეებად, თუმცა ვეღარ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს.

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს ურგენტული სტაციონარი 100%-ის ნაცვლად დაუფინანსდებათ 90%-ით. გეგმური სტაციონარი >1000 ლარზე დაფინანსდება 70%-ით. მათ უნარჩუნდებათ ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამები. არ ეძლევათ პრივილეგია ისარგებლონ კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით.

დაბალი და არარეგულირებული შემოსავლის მქონე მოქალაქეებსა და მოზარდებს ურგენტული ამბულატორია 100%-ის ნაცვლად დაუფინანსდებათ 50%-ით. გეგმური ამბულატორია და ურგენტული სტაციონარი რჩება უცვლელად, გეგმური სტაციონარი კი >500 ლარზე. მათ ასევე, ენიჭებათ პრივილეგია, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით. მიეცემათ გარდამავალი ეტაპის შეღავათები, ასევე უნარჩუნდებათ ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^