აშშ-ის სენატის კომიტეტის განცხადებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ დონალდ ტრამპს ბარაკ ობამას მთავრობა არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ უკანონოდ უთვალთვალებდა.
რესპუბლიკელმა სენატორმა, რიჩარდ ბარმა, რომელიც სენატის კონტრდაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამა საპრეზიდენტო არჩევნების დროს „ტრამპ თაუერის" უკანონო თვალთვალში დაადანაშაულა.