
„ქვედანაყოფების არანაირი შეერთება საქართველოს ტერიტორიაზე არ შეიძლება მოხდეს“, - ასე ეხმაურება საქართველოს განათლების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ცხინვალის ე.წ. სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შეთანხმებას. მისივე თქმით, ეს არის აბსოლუტური უკანონობა.
“არანაირი ქვედანაყოფების, არანაირი შეერთება საქართველოს ტერიტორიაზე არ შეიძლება რომ მოხდეს. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას, ჩვენ ცალსახად დიპლომატიურად ვიბრძვით ასეთი ქმედებების წინააღმდეგ და ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმაც უკვე გამოთქვეს მოსაზრებები ამ საკითხზე. ეს არის ჩვენი ბრძოლის ძირითადი მეთოდი”, - განაცხადა ჯეჯელავამ.