გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯიოღლიზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა.
გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს.
ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში მსჯავრდებულს, მიმალვაში მყოფ რაშიდ კანჯი-ოღლის 2016 წლის დეკემბერში, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 10 მარტს მსჯავრდებულს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუმძიმა სასჯელი და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.